პროექტისთვის „რაგბი აქაურობას“ თანხის შესაგროვებლად აუქციონი 7 ივლისს გაიმართება
პროექტისთვის „რაგბი აქაურობას“ თანხის შესაგროვებლად აუქციონი 7 ივლისს გაიმართება

პროექტისთვის „რაგბი აქაურობას“, რომელიც თუშეთში 12-17 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, თანხის შესაგროვებლად აუქციონი 7 ივლისს, „ჩემპიონთა აკადემიაში“ 12:00 საათიდან მოეწყობა.

ღონისძიებისთვის საჭირო ფინანსების მობილიზება ხდება პროექტის მეგობრების მიერ, ამასთან პროექტის მიერ გამართული აუქციონებიდან შემოსული თანხებით.

2016 წლიდან პროექტი „რაგბი აქაურობას“ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილე და დაღუპული სამხედროების შვილებისთვის სპორტულ საგანმანათლებლო შეკრებებს აწყობს.

უკვე მოეწყო ოთხი შეკრება. კერძოდ 2016 წელს ურეკსა და მაღაროსკარში, 2017 წელს კი ჩარგალსა და სიონში.