პროექტი „ამერიკული არქიტექტურის პარადიგმები“

აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის „ამერიკული არქიტექტურის პარადიგმები“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი დოკუმენტური ფილმების შვიდ ეპიზოდს აერთიანებს, რომელშიც მონაწილეობენ წამყვანი ამერიკელი არქიტექტორები და მემკვიდრეობის დაცვის ექსპერტები.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი საქართველოს პირველი არხია, რომლის პლატფორმებზეც  აღნიშნული ფილმები იქნება ნაჩვენები.

„პირველი არხი არის ამ ძალიან საინტერესო პროექტის პარტნიორი. ზოგადად, ჩვენ ვართ ყველგან, სადაც არის შემოქმედება, კრეატივი, დიზაინი. ამ შემთხვევაში, არის ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმების სერია, რომლის ჩვენებასაც ჩვენი პლატფორმების საშუალებით ვაპირებთ და ის დაგეგმილი აქტივობები – საუბრები არქიტექტურაზე, დიზაინზე და შემოქმედებაზე, აუცილებლად მოხვდება ჩვენს ეთერში“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.