პროექტების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
პროექტების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პაატა შეყელაძე უხელმძღვანელებს.

ახალი დირექტორი სააგენტოს თანამშრომლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარუდგინა.

პაატა შეყელაძე დღემდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ის პროფესიით იურისტია და წლების განმავლობაში საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობდა.