პროექტ „თბილისური ეზოების“ ფარგლებში ნანი ბრეგვაძის საღამო გაიმართა
პროექტ „თბილისური ეზოების“ ფარგლებში ნანი ბრეგვაძის საღამო გაიმართა

პროექტ „თბილისური ეზოების“ ფარგლებში დღეს ნანი ბრეგვაძის საღამო გაიმართა. საღამოზე ქართულ კინოფილმებში ნანი ბრეგვაძის მიერ შესრულებული ცნობილი სიმღერები გაჟღერდა.

ნანი ბრეგვაძესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ნიკოლოზ რაჭველმა და ცირა ელისაშვილმა.

უკვე მეოთხე წელია, პროექტ „თბილისური ეზოს“ ფარგლებში სხვადასხვა ჟანრის კონცერტები და ხელოვნების ცნობილი ქართველი მოღვაწეების შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოები თბილისის ეზოებში ტარდება.

პროექტ „თბილისური ეზოების“ ფარგლებში წელს კონცერტი კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება.