პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში, ნინოწმინდის კულტურის ცენტრში შეხვედრა გაიმართა
პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში, ნინოწმინდის კულტურის ცენტრში შეხვედრა გაიმართა

პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში რიგით მესამე შეხვედრა ნინოწმინდაში, კულტურის ცენტრში გაიმართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლის თავს და ასევე ნოდარ დუმბაძის 90 წლის თავს.

პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში, გაიმართა სომხურ ენაზე გამოცემული წიგნების პრეზენტაცია. ადგილობრივი ახალგაზრდა ხელოვანების მონაწილეობით მოეწყო სხვადასხვა სახის გამოფენა, ნაჩვენები იყო ბოლო დროის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და ანიმაციური ფილმები.

ამასტან, ადგილობრივებმა კონცერტი გამართეს. ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს კი სასაჩუქრედ გადაეცემა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები. საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“.

 

დატოვე კომენტარი