პროექტ „ხალხურის“ გამარჯვებული ანსამბლი „შემოძახილი“ გახდა [ვიდეო]

საქართველოს პირველი არხის მუსიკალური მეგაშოუს, „ხალხურის“ გამარჯვებული ანსამბლი „შემოძახილი“ გახდა. გამარჯვებულის ვინაობა დღევანდელ ფინალურ შოუში გამოვლინდა.

პროექტის გამარჯვებული ანსამბლი საქართველოს სახელით რუდოლშტადტში, ხალხური მუსიკის ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალზე გაემგზავრება.

გამარჯვებული სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა დათო ცინცაძის, თამარ გეგეშიძის, მიხეილ ჩიკვილაძისა და თეონა ცირამუას შემადგენლობით.

ხალხური“ უნიკალური ეროვნული პროექტია, რომელშიც მონაწილეობენ ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, ოჯახები და ინდივიდუალური შემსრულებლები საქართველოს ყველა კუთხიდან.

პროექტისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 40 კონკურსანტი შეირჩა. მათგან ნახევარფინალებში გადავიდა 20 კონკურსანტი. ფინალში კი გამარჯვებისთვის ათი კონკურსანტი იბრძოდა.

მუსიკალური მეგაშოუ „ხალხური“ საქართველოს პირველი არხის ეთერში 30 მარტიდან დაიწყო.