საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, სახელმწიფო „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პროცესებს სწორად არ წარმართავს
საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, სახელმწიფო „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პროცესებს სწორად არ წარმართავს

ჩვენ წარმოვადგენთ ამ ადამიანების ინტერესებს და ამავდროულად, სოლიდარობას ვუცხადებთ ამ აქციას, რადგან ის პროცესები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო, არ ჩატარებულა სწორად. საჯარო განხილვები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, – ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სიმონიშვილმა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტობრივად, ჰესთან დაკავშირებით საჯარო განხილვები არ ჩატარებულა.

„შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საჯარო განხილვები არც ჩატარებულა წესიერად. ამასთან, გარემოებები, რომლებიც უნდა გამოკვლეულიყო ჰესის მშენებლობამდე, არ გამოკვლეულა. როდესაც ვსაუბრობთ ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებაზე, ეს არის მნიშვნელოვანი, ჩვენც თანაზიარები ვართ ამ იდეის. აქ პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფო ამ პროცესებს არ წარმართავს სწორად, არ უსმენს ადამიანებს და არ იკვლევს ყველაფერს, რაც გამოსაკვლევია“, – განაცხადა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

აქციის მიმდინარეობა პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე.