პრივილეგირებულ პარტნიორობაზე ევროკავშირის წინადადებას თურქეთი არ მიიღებს
პრივილეგირებულ პარტნიორობაზე ევროკავშირის წინადადებას თურქეთი არ მიიღებს

თურქეთი პრივილეგირებულ პარტნიორობასთან დაკავშირებით ევროკავშირის წინადადებას არ მიიღებს, – ამის შესახებ განცხადება გააკეთა თურქეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში ომერ ჩელიკმა. მისი თქმით, თურქეთი „მეორე კლასის“ სტატუსზე არ არის თანახმა და გაერთიანება არ უნდა განიხილავდეს ქვეყანას, როგორც ლტოლვილთა ბანაკს, რომელთანაც მხოლოდ საიმიგრაციო საკითხებშია შესაძლებელი თანამშრომლობა.

ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტ ერდოღანის პარიზში ვიზიტის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტი წინადადებით გამოვიდა, თურქეთის ევროკავშირთან ინტეგრაციის ნაცვლად, განიხილონ პარტნიორობის საკითხი. ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობა 2016 წელს ქვეყანაში არშემდგარი სამხედრო გადატრიალების ფონზე დაწყებული მასობრივი დაპატიმრებების გამო დაიძაბა.