პრინცმა ჩარლზმა ლონდონში კორონავირუსით ინფიცირებულთათვის საველე ჰოსპიტალი გახსნა
პრინცმა ჩარლზმა ლონდონში კორონავირუსით ინფიცირებულთათვის საველე ჰოსპიტალი გახსნა

პრინცმა ჩარლზმა ლონდონში კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ საველე ჰოსპიტალი გახსნა.

„ბიბისი“ წერს, რომ საველე ჰოსპიტალი ორ კვირაში მოეწყო და ამჟამად ის ყველაზე დიდი სამკურნალო დაწესებულებაა.

საველე ჰოსპიტალი 4000-მდე საწოლით, 500-მდე სასუნთქი აპარატითა და ჟანგბადის სისტემით არის აღჭურვილი.

დიდ ბრიტანეთში ეპიდემიის პიკს აღდგომის კვირაში, 12 აპრილისთვის ელოდებიან.

ბოლო მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში ვირუსს 2921 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი, 35 ათასს აღწევს.

უელსის პრინცი ჩარლზი კორონავირუსით თავადაც იყო ინფიცირებული, მისი გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.