პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ბრიტანულ გამოცემა „მეილ ონ სანდეის“ (The Mail on Sunday) სასამართლოში უჩივიან

11:22, 02.10.2019
CAPE TOWN, SOUTH AFRICA - SEPTEMBER 23: Prince Harry, Duke of Sussex and Meghan, Duchess of Sussex visit the Nyanga Township during their royal tour of South Africa on September 23, 2019 in Cape Town, South Africa. (Photo by Karwai Tang/WireImage)

CAPE TOWN, SOUTH AFRICA - SEPTEMBER 23: Prince Harry, Duke of Sussex and Meghan, Duchess of Sussex visit the Nyanga Township during their royal tour of South Africa on September 23, 2019 in Cape Town, South Africa. (Photo by Karwai Tang/WireImage)

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე – სასექსის ჰერცოგინია მეგანი, ბრიტანულ გამოცემა „მეილ ონ სანდეის“ (The Mail on Sunday) სასამართლოში უჩივიან.

სამართლებრივი დავის დაწყების მიზეზი მეგანის პირადი წერილის გამოქვეყნებაა, რომელიც გამოცემამ რამდენიმე თვის წინ გაასაჯაროვა.

„მე დავკარგე დედა და ახლა ვხედავ, თუ როგორ ხდება იგივე გავლენიანი ძალის მსხვერპლი ჩემი ცოლი. ჩვენ გვჯერა მედიის თავისუფლების და ობიექტურობის, სიმართლის გადმოცემის. მივიჩნევთ მას დემოკრატიის ქვაკუთხედად თანამედროვე მსოფლიოში. სამწუხაროდ, ჩემი ცოლი გახდა ბრიტანული ტაბლოიდების მსხვერპლი, რომელიც კამპანიას კერძო პირების წინააღმდეგ აწარმოებს და არ ფიქრობს მის შედეგებზე. ეს უმოწყალო კამპანია გასული წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა, მისი ორსულობისა და ჩვენს ახალშობილ ვაჟზე ზრუნვის პერიოდში“, – წერს გავრცელებულ განცხადებაში პრინცი ჰარი.

პრინც ჰარის თქმით, გამოქვეყნებული წერილის შინაარსი ისეთი ფორმით არის რედაქტირებული, რომ მკითხველს მის ავტორზე არასასურველი შთაბეჭდილება შეუქმნას. სარჩელის მოგების შემთხვევაში, კომპენსაციის თანხას ჰარი და მეგანი სიცრუის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას მოახმარენ.

მსგავსი