პრინც ფილიპის ხსოვნას ბრიტანეთის ქალაქებსა და ქვეყნის სამხედრო ბაზებსა და გემებზე ქვემეხების გასროლით მიაგეს პატივი
პრინც ფილიპის ხსოვნას ბრიტანეთის ქალაქებსა და ქვეყნის სამხედრო ბაზებსა და გემებზე ქვემეხების გასროლით მიაგეს პატივი

ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპის ხსოვნას ბრიტანეთის ქალაქებსა და ქვეყნის სამხედრო ბაზებსა და გემებზე ქვემეხების გასროლით მიაგეს პატივი.

41-ჯერ გაისროლეს ლონდონის თაუერიდან და ვულვიჩის სამეფო საზღვაო ქვეიეთების ბანაკიდან. იგივე რაოდენობის გასროლა მოხდა გაერთიანებული სამეფოს დანარჩენი ადმინისტრაციული და პოლიტიკური ნაწილების – ედინბურგის, კარდიფის, ბელფასტის ციხეებში განთავსებული ქვემეხებიდან.

პრინც ფილიპს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებზე მსახურობდა, პატივი მიაგეს დევენპორტის და პორტსმუთის სამხედრო-საზღვაო ბაზებზე, გიბრალტარის სამეფო ლეგიონში, ასევე ღია ზღვაში საესკადრო ნაღმოსან „დაიმონდზე“ და ფრეგატმონტროსზე“.

პრინც ფილიპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთში გლოვა გამოცხადდა. ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში 9 აპრილს გარდაიცვალა.