პრიმერაში მსაჯობისგან ყველაზე მეტი სარგებლობა „რეალმა“ ნახა, „ბარსელონა“ მე-15 ადგილზეა
პრიმერაში მსაჯობისგან ყველაზე მეტი სარგებლობა „რეალმა“ ნახა, „ბარსელონა“ მე-15 ადგილზეა

ესპანეთის ლა ლიგაში მსაჯობის შედეგები შეაჯამეს. შეადგინეს შესაბამისი ცხრილი, რომელშიც ითვალისწინებდნენ პენალტების, გაძევებების, ყვითელი ბარათების რაოდენობებსა და სხვა მაჩვენებლებს.

საბოლოოდ გაირკვა, რომ მსაჯების გადაწყვეტილებებით ყველაზე მეტი სარგებლობა მადრიდის „რეალმა“ ნახა, რომელიც, საბოლოოდ, გახდა კიდეც ესპანეთის ჩემპიონი. ამ მაჩვენებლით ხუთეულში მოხვდნენ – „ატლეტიკო“, „სელტა“, „სევილია“ და „ვილიარეალი“.

„ბარსელონა“, რომელიც ჩემპიონობისთვის ბრძოლაში „რეალს“ ხუთი ქულით ჩამორჩა, მსაჯობის ცხრილში მე-15 ადგილზე გავიდა.