კახა კუკავა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს
კახა კუკავა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს

პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას განცხადებით, საარჩევნოდ სატელევიზიო სარეკლამო დროისთვის გამოყოფილი დაფინანსების წესი დისკრიმინაციულია.

მისი თქმით, საქართველოს საარჩევნო კოდექსი, კვალიფიციური სუბიექტებისთვის უფასო წინასაარჩევნო სარეკლამო დროის გამოყოფასთან ერთად, ითვალისწინებს დამატებით სატელევიზიო სარეკლამო ხარჯების ანაზღაურებას – 600 000 ლარის ოდენობით.

„პარლამენტის მიერ დამტკიცებული საბოლოო რედაქციით, ეს დაფინანსება ნაწილდება დისკრიმინაციულად, კერძოდ, ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას ინაწილებს მხოლოდ სამი საარჩევნო სუბიექტი: „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ქართული ოცნება“. ეს გადაწყვეტილება აზარალებს მხოლოდ ჩვენს პარტიას და არის ჩვენს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ ერთხელ უკვე მოვუგეთ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი პარლამენტს 2016 წელს ზემოთ აღნიშნულ საკითხზე, თუმცა პარლამენტმა იგნორირება გაუკეთა ამ საკითხს. ჩვენ ორშაბათს კიდევ ერთხელ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და სარჩელის განხილვამდე მოვითხოვთ ნორმის შეჩერებას”, – აცხადებს კუკავა.