პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა დაბა აგარაში მხარდამჭერებს შეხვდა
პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა დაბა აგარაში მხარდამჭერებს შეხვდა

პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარას ეწვია და მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა.

კახა კუკავას პრესსამსახურის ინფორმაციით, კანდიდატმა შეკრებილებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ყურადღება გაამახვილა იმ პრიორიტეტებზე, რაც გამარჯვების შემთხვევაში, მისი სამოქმედო გეგმა იქნება.

მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მწვავედ დგას საბანკო-საფინანსო სექტორის მიმართ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებები. კახა კუკავამ მოქალაქეებს გააცნო მისი ხედვა სამევახშეო საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ადამიანის გამოსახლება უკანასკნელი საცხოვრებელი სახლიდან კანონით აიკრძალება, ხოლო ყველა მევახშე უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის სისხლის სამართლის წესით აგებს პასუხს.

კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძნობს.

ინფორმაციას კახა კუკავას პრესსამსახური ავრცელებს.