პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე სამტრედიაში მხარდამჭერებს შეხვდა
პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე სამტრედიაში მხარდამჭერებს შეხვდა

რეგიონის პრობლემების გასაცნობად „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი სამტრედიაში ჩავიდა. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებისგან პირადად მოისმინა ის საკითხები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.

პრობლემების გაცნობის გარდა, დავით ბაქრაძემ ადგილობრივებს პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. პროგრამის ძირითადი მიმართულებები პენსიის და სოციალური დახმარებების გაზრდა, დევნილთა პრობლემების გადაჭრა, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარება და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაა.

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ქვეყანაში ხელისუფლება მშვიდობიანად, შურისძიების და ანგარიშსწორების გარეშე უნდა შეიცვალოს.