პრეზიდენტმა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა
პრეზიდენტმა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა ცვლილებებს საქართველოს კანონში „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ცვლილებების მიზანია, გაზარდოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხების მარეგულირებელი კანონმდებლობის ეფექტიანობა, აღმოფხვრას არსებული ხარვეზები და ხელი შეუწყოს პრევენციაზე ორიენტირებული მიდგომის დამკვიდრებას.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შესაბამის კანონში და თანმდევ კანონებში ცვლილებებს ხელი 1-ელ ოქტომბერს მოაწერა.