პრეზიდენტს "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე ხელმოსაწერად შვიდდღიანი ვადა აქვს
პრეზიდენტს "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე ხელმოსაწერად შვიდდღიანი ვადა აქვს

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს “მაუწყებლობის შესახებ” ვეტოდაძლეულ კანონპროექტზე ხელმოსაწერად დოკუმენტის გადაგზავნიდან შვიდდღიანი ვადა აქვს.  იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი  კანონპროექტს ხელს არ მოაწერს, დოკუმენტზე ხელმოწერა და მისი გამოქვეყნება პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მოუწევს.

რეგლამენტის თანახმად, თუ პრეზიდენტმა კანონი დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა, მას ხელს აწერს და ხუთ დღეში საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე პარლამენტის თავმჯდომარე აქვეყნებს.

პარლამენტმა “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტზე ვეტო დღეს 83 მომხრე ხმით 13-ის წინააღმდეგ დაძლია.