პრეზიდენტმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის კონსტანტინე ზალდასტანიშვილი  ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

გიორგი მარგველაშვილმა მწუხარება გამოთქვა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გარდაცვალების გამო.

„ჩვენ დავკარგეთ ღირსეული მამულიშვილი, რომლის უშუალო ინიციატივითა და მონაწილეობით განხორციელდა არაერთი პროექტი, რამაც ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებას. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს,” – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

ავსტრიაში საქართველოს ელჩი, ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გუშინ გარდაიცვალა.