პრეზიდენტმა ვიქტორ დოლიძისა და ელგუჯა ხოკრიშვილის ელჩებად დანიშვნას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ვიქტორ დოლიძე დანიშნა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად – ელგუჯა ხოკრიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებებს ხელი დღეს მოაწერა. გიორგი მარგველაშვილმა ახლად დანიშნული ელჩები პრეზიდენტის სასახლეში მიიღო და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

აღნიშნული კანდიდატურები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს წარუდგინა.