საქართველოს პრეზიდენტმა ცხრა მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

12:45, 07.04.2020

საქართველოს პრეზიდენტმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და ცხრა მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართვლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი, ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება.

ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი