პრეზიდენტმა ავღანეთის მისიიდან დაბრუნებული რვა ქართველი სამხედრო „მხედრული მამაცობისთვის“ დააჯილდოვა

14:58, 09.07.2021

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, განსაკუთრებული მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დააჯილდოვა:

კახაბერ ბანძავა – უფროსი სერჟანტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითი ბატალიონის A ქვეითი ასეულის სერჟანტი;

ვეფხვია გიორგაძე – მასტერ-სერჟანტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის სერჟანტი;

თენგიზ თეთრაშვილი – მაიორი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის შტაბის G-7-ის სამსახურის ოფიცერი;

თენგიზ კალიჩენკო – უფროსი სერჟანტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს  წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების ცენტრის სერჟანტი;

ზურაბ მაისურაძე – პოლკოვნიკი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და  ოპერატიული დაგეგმვის სამსახურის უფროსი;

ბექა სუთიძე – კაპრალ-სპეციალისტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 35-ე უზრუნველყოფის ბატალიონის სწავლებების და საბრძოლო უზრუნველყოფის ასეულის სოციალური უზრუნველყოფის ჯგუფის სპეციალისტი;

სერგო ღამბარაშვილი – უფროსი სერჟანტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის საშტაბო ასეულის სერჟანტი;

გურამ ჩიმახიძე – კაპრალ-სპეციალისტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის სწავლებების და საბრძოლო უზრუნველყოფის ასეულის სოციალური უზრუნველყოფის ჯგუფის სპეციალისტი.

საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართველ სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები სენაკის სამხედრო ბაზაზე პირადად გადასცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

მსგავსი