პრეზიდენტმა არიადნა შენგელაია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

15:36, 15.01.2020

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის, მსახიობი არიადნა შენგელაია ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტის სახელით 13 იანვარს, გრიბოედოვის თეატრში, მსახიობის „ვარსკვლავის“ გახსნისადმი მიძღვნილ შემოქმედებით საღამოზე არიადნა შენგელაიას საზეიმოდ გადაეცა.

მსგავსი