პრეზიდენტის სასახლის განათება დროებით გამოირთო - სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია კამპანია „დედამიწის საათს“ შეუერთდა [ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მსოფლიო მასშტაბის გარემოსდაცვითი კამპანიას – „დედამიწის საათს“ შეუერთდა. აქციის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლის განათება ერთი საათით – 20:30-დან 21:30 საათამდე გამოირთო.

„დედამიწის საათი“ პლანეტის დასაცავი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც მარტის ბოლო შაბათს ტარდება. ამ დღეს მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე. ღონისძიების მთავარი მიზანი კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და გარემოს სასარგებლოდ შეცვლაა.