პრეზიდენტის სასახლეში სერჟ სარგსიანის ოფიციალური ცერემონია გაიმართა 
პრეზიდენტის სასახლეში სერჟ სარგსიანის ოფიციალური ცერემონია გაიმართა 

სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია სომხეთის პრეზიდენტისა და პირველი ლედის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა, ოფიციალური დახვედრის ცერემონიის ფარგლებში, პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას.

სერჟ სარგსიანისა და რიტა სარგსიანის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთნ ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი სოფიკო ჯაჯანაშვილი.

დღესვე საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტები გამართავენ შეხვედრებს, როგორც პირისპირ ასევე გაფართოებულ ფორმატებში დელეგაციების თანხლებით, რის შემდეგაც ქართველი და უცხოური მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. სომხეთის პრეზიდენტი ასევე გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.