პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს ორჯერ წარვუდგინეთ და ხმების იმ რაოდენობის დაგროვება ვერ მოხერხდა, რომ ხუთი წლის ვადით ყოფილიყო არჩეული
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს ორჯერ წარვუდგინეთ და ხმების იმ რაოდენობის დაგროვება ვერ მოხერხდა, რომ ხუთი წლის ვადით ყოფილიყო არჩეული

გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმზე არანაირი კითხვის ნიშნები არ გვაქვს, ის პრეზიდენტმა პარლამენტში ორჯერ წარადგინა და ორივეჯერ ექვსი თვის ვადით აირჩიეს. ექვსი თვის ვადით არჩეული ცესკო-ს თავმჯდომარე იმ სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებს, რაც ცესკო-ს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია დამოუკიდებელი ინსტიტუციაა, რომლის თავმჯდომარე დიდი ხნით – ხუთი წლით უნდა იყოს არჩეული, რათა ის რეფორმები გაატაროს და ის სტაბილური შეინარჩუნოს, რომელიც ცესკო-ს უნდა გააჩნდეს.

ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას ეჭვქვეშ არავინ აყენებს. როდესაც პრეზიდენტმა ამ კონკურსის ფარგლებში პირველი წარდგინება გააკეთა, აღნიშნა, რომ ჩვენ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს ორჯერ წარვუდგინეთ და ხმების იმ რაოდენობის დაგროვება ვერ მოხერხდა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე ხუთი წლის ვადით ყოფილიყო არჩეული. ორივე შემთხვევაში კალანდარიშვილმა თანამდებობა ექვსი თვის ვადით დაიკავა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია დამოუკიდებელი ინსტიტუციაა, რომლის თავმჯდომარე დიდი ხნით – ხუთი წლით უნდა იყოს არჩეული, რათა ის რეფორმები გაატაროს და ის სტაბილური შეინარჩუნოს, რომელიც ცესკო-ს უნდა გააჩნდეს. ცესკო სტაბილურ განვითარებას საჭიროებს, ამისთვის საჭიროა მას გრძელვადიანი თავმჯდომარე ჰყავდეს არჩეული – ექვსი თვის ვადით არჩეული თავმჯდომარე იმ რეფორმებს ვერ განახორციელებს, რაც ვადას საჭიროებს.

გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმზე არანაირი კითხვის ნიშნები არ გაგვაჩნია, ის პრეზიდენტმა პარლამენტში ორჯერ წარადგინა და ორივეჯერ ექვსი თვის ვადით აირჩიეს. ექვსი თვის ვადით არჩეული ცესკო-ს თავმჯდომარე იმ სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებს, რაც ცესკოს თავმჯდომარეს უნდა გააჩნდეს“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა, ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე კი კონკურსი გამოაცხადა. პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები წარედგინა, ხოლო ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე – რუსუდან ქურდიანისა და თამაზ ფოლადაშვილის კანდიდატურები.