პრეზიდენტის პრესსამსახური - სალომე ზურაბიშვილმა პრემიერთან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და დიალოგის აუცილებლობა განიხილა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
„შეხვედრაზე პრეზიდენტმა პრემიერთან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და დიალოგის აუცილებლობა განიხილა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იქამდე, სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.