პრეზიდენტის პრესსამსახური – ნათია აბრამია კონსულტაციას უწევს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოწვეული სპეციალისტის რანგში

16:41, 27.08.2019

ნათია აბრამია კონსულტაციას უწევს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოწვეული სპეციალისტის რანგში, – ამის შესახებ, მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ჟურნალისტი ნათია აბრამია მუშაობს თუ არა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და თუ მუშაობს, რა პოზიციაზეა ის.

„ნათია აბრამია არის მართვის ეფექტურობის სპეციალისტი. ამჟამად, ნათია აბრამია კონსულტაციას უწევს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოწვეული სპეციალისტის რანგში“, – აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ჟურნალისტი ნათია აბრამია ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილის მეუღლეა, რომელიც გუშინ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად წარადგინეს.

მსგავსი