პრეზიდენტის მრჩევლები დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან
პრეზიდენტის მრჩევლები დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართება. გიორგი მარგველაშვილის მრჩევლები დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა კრიტერიუმებია, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა შეირჩეს.

შეხვედრები დაგეგმილია პოლიტიკურ წრეებთან, სახალხო დამცველთან და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთანაც.

სავარაუდოდ, გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატს სექტემბერში, კონსულტაციების დასრულების შემდეგ დაასახელებს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2 აგვისტოს დატოვა და ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად ფართო კონსულტაციები დაიწყო, რომლის ფარგლებში პრეზიდენტის მრჩევლები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ.