პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ პატიმრებს შორის სხვადასხვა დროს საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც მოხვდნენ 

09:35, 28.08.2026

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ პატიმრებს შორის სხვადასხვა დროს საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც მოხვდნენ.

არსებული ინფორმაციით, შეწყალებულ პატიმრებს შორის არიან საბა ჯიქია, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ხომერიკი, გურამ ხუტაშვილი, დანიელ მუმლაძე, ავთანდილ თოფჩიშვილი და თორნიკე მჭედლიშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და ექვს არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო სამ პირს ნასამართლობა მოეხსნა.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მსგავსი