პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებლად 23-კაციანი კომისია შეიქმნა
პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებლად 23-კაციანი კომისია შეიქმნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პრეზიდენტის ფიცის დადების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ განკარგულება გამოსცა.

განკარგულების თანახმად, დამტკიცდა ფიცის დადების ცერემონიალის საორგანიზაციო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც 23 წევრია. კომისიის თავმჯდომარეა კახა კახიშვილი, მისი მოადგილეები გიორგი ჭოლაძე და ალექსანდრე დარახველიძე არიან. კომისიის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები. წევრების გარდა, საორგანიზაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვა კიდევ შვიდ პირს.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეთხოვა, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგინოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის წარმომადგენლის კანდიდატურა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სხვადასხვა უწყებას დაევალა ფიცის დადების ცერემონიალითვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება.