პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით თელავში რეპეტიცია გაიმართება
პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით თელავში რეპეტიცია გაიმართება

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ინაუგურაციასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები კიდევ დასაზუსტებელია.

ამასთან, მისი თქმით, თელავში ადგილზე გაიმართება რეპეტიცია, ინაუგურაციის ცერემონია კი,  შეძლებისდაგვარად სადა იქნება.

„გავეცანი ზოგ დეტალს, კიდევ არის რაღაცები დასაზუსტებელი. ასევე, ადგილზე იქნება რეპეტიცია და მგონი, გავდივართ ბოლოში. ცხადია, ახლა ამ დეტალებს არ გაგაცნობთ, ყველასთვის ერთდროულად უნდა იყოს სანახავი. ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცემა. რამდენადაც შევძელით, იქნება სისადავე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ინაუგურაციის ცერემონიაზე დამსწრე უცხოურ დელეგაციებს, არჩეული პრეზიდენტის თქმით, ამის შესახებ ინფორმაციას მედიას საგარეო უწყება მიაწვდის.

„ველოდები იმ პირებს, რომლებიც ჩამოვლენ. მათი სია აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლს. ისინი იღებენ ყოველ საათში შესაბამის ინფორმაციას და გაგაცნობენ“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.