პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 2.2 მილიონი ლარით იზრდება
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 2.2 მილიონი ლარით იზრდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 2.2 მილიონი ლარით, 8.2 მილიონ ლარამდე იზრდება.

როგორც საბიუჯეტო ცვლილებების განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ზრდა გამოწვეულია მიმდინარე წელს ადმინისტრაციის ფუნქციონირების ხარჯების დინამიკით და წლის ბოლომდე დაგეგმილი ვიზიტებითა და ღონისძიებებით.

ადმინისტრაციის 2019 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 6 მილიონ ლარს შეადგენდა. შედარებისთვის, 2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 13.194 მილიონი ლარი იყო, 2018 წელს კი 9.8 მილიონი ლარი.

ამასთან, 2018 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა 5 მილიონი ლარი იყო, წელს კი ამ ფონდისთვის თანხა არ გამოიყო.