პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პირველი ეტაპი 15 თებერვალს დასრულდება
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პირველი ეტაპი 15 თებერვალს დასრულდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პირველი ეტაპი 15 თებერვალს დასრულდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის პრესპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, პირველი ეტაპი არის თანამშრომლებთან გასაუბრება.

ამასთან, როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, გასაუბრების პროცესში გამოიკვეთა ძალიან ბევრი საინტერესო და ახალ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი კადრი.

„იცით, რომ ახალი მოცემულობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის განსაზღვრულია მხოლოდ 60 საშტატო ერთეული. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სწორედ 60 საშტატო ერთეულისთვის ​მომზადდა ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რათა ასეთი მცირე შტატის პირობებში შესაძლებელი იყოს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ეფექტურად და ნაყოფიერად განახორციელოს ფუნქცია-მოვალეობები, ასევე ნაყოფიერად იმუშაოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, 15 თებერვლის შემდეგ დარჩენილ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდება.