პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 3 ივლისის კენჭისყრაზე პარლამენტისგან დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ

18:29, 07.07.2023

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტისგან 3 ივლისის კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას ითხოვს.

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმართავს პარლამენტს „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით და მოითხოვს დეტალურ ინფორმაციას 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, რის საფუძველზე ითხოვენ კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას, თუმცა ცნობილია, რომ პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა, ალექსანდრე რაქვიშავილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეტოს დაძლევის პროცედურა გააყალბა.

მსგავსი