პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს გვერდში დგომა და დახმარება აღუთქვა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს გვერდში დგომა და დახმარება აღუთქვა

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს, სალომე ზურაბიშვილსა და ანდჟეი დუდას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი ანდჟეი დუდას ინიციატივით გაიმართა. მათივე ცნობით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს გვერდში დგომა და დახმარება აღუთქვა.

„ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთი საქართველოს მეგობარია. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სიტუაცია წყნარდება და მმართველ პარტიას სურს, შეასრულოს საპროტესტო აქციის მოთხოვნა, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას უკავშირდება“, – აცახდებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგას გვერდში დგომისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის. საუბრის ბოლოს სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ბევრი პოლონელი ტურისტი ესტუმრება.