პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ  დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციული, კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ  დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციული, კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია

ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ  დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციული, კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურს, გამოეხმაუროს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლების შესახებ პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

„მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ „სიის მესამე ნომერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუსელდორფის სამართლის მაგისტრმა, დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ყოფილმა) ვიცე-პრეზიდენტმა, აქ შევჩერდებით, ბევრს არ გავაგრძელებთ, ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ  დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციული, კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!“ – აღნიშნულია განცხადებაში.