პრეზიდენტის ადმინისტრაცია – ემანუელ მაკრონმა „პარიზის მშვიდობის ფორუმის“ დასკვნით სიტყვაში სალომე ზურაბიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ კავკასია მათი ფიქრის ერთ-ერთი მთავარი საგანია

02:38, 12.11.2022

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „პარიზის მშვიდობის ფორუმის“ დასკვნით სიტყვაში, მსოფლიოსა და ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ზურაბიშვილთან მიმართვისას აღნიშნა, რომ კავკასია მათი ფიქრის ერთ-ერთი მთავარი საგანია.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდა.

მსგავსი