პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

19:49, 02.12.2019

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე საპატრიარქოს მხრიდან შუამდგომლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხელახლა ადასტურებს, შეწყალებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან მიმდინარე წლის 8 ნოემბერს მიიღო.

ამასთან, ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „არსებული ყველანაირი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტზე სხვადასხვა მიმართულებით ზეწოლა მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება“.

„მსჯავრდებულთა საქმეების განხილვა მიმდინარეობს შეწყალების ახალი წესის შესაბამისად“ ,- აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მსგავსი