პრეზიდენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა

16:39, 30.07.2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა.

„ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს იმ უნიკალურ შესაძლებლობებზე, რომელიც საინტერესოა ტურისტების ახალი სამიზნე სეგმენტებისთვის. შევეხეთ სამედიცინო-გამაჯანსაღებელი, საქმიანი ტურიზმის პერსპექტივებს და ქართული კულტურის პოპულარიზაციას ახალი ტურისტული შეთავაზებების ჭრილში“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი