პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ექსკურსიებისას უსაფრთხოების სპეციალური რეგლამენტით იმოქმედონ
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ექსკურსიებისას უსაფრთხოების სპეციალური რეგლამენტით იმოქმედონ

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს კვირას, სასკოლო ექსკურსიის დროს დაღუპული მოზარდის ოჯახს.

მოისწრაფიშვილის თქმით, ამავე დროს, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ მომავალი თაობა ეცნობოდეს და სწავლობდეს ჩვენს ქვეყანას, მის ღირშესანიშნაობებს, მაგრამ ამავე დროს, ასევე უმნიშვნელოვანესია, სრულად იყოს დაცული მოზარდი თაობის უსაფრთხოება.

„უკანასკნელი ორი წლის სტატისტიკა ექსკურსიებზე დაღუპული და დაშავებული სკოლის მოსწავლეების შესახებ საკმაოდ შემაშფოთებელია.

ამიტომაც, აუცილებელია, ასეთ დროს უსაფრთხოების სპეციალური რეგლამენტით ვიხელმძღვანელოთ.

ეს ეხება პირველ რიგში მოსწავლეებს, თუმცა ასეთი რეგლამენტი საჭიროა, მივაწოდოთ ჩვენი ქვეყნის ვიზიტორებსაც“, – განაცხდა ხატია მოისწრაფიშვილმა.