პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან დაკავშირებით კონსულტაციებს ნატო-ს სამიტის შემდეგ გამართავს
პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან დაკავშირებით კონსულტაციებს ნატო-ს სამიტის შემდეგ გამართავს

ნატო-ს სამიტის შემდეგ, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ჩავალ აჭარაში და გავმართავ კონსულტაციებს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის მეთაურის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძის დასახელების კომენტირებისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაა.

„ესაა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება. ისე, როგორც ეს განსაზღვრულია ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სამიტის მერე ჩავდივარ აჭარაში და როგორც კანონმდებლობითაა განსაზღვრული, კონსულტაციებს განვახორციელებ. მხოლოდ შემდეგ მექნება შესაძლებლობა, ამ კითხვას ვუპასუხო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.