პრეტენდენტთა ტურნირს ორი ლიდერი ჰყავს
პრეტენდენტთა ტურნირს ორი ლიდერი ჰყავს

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გრძელდება ჭადრაკში პრეტენდენტთა ტურნირი, რომლის გამარჯვებული მიიღებს უფლებას – საჩემპიონო მატჩში დაუპირისპირდეს ტიტულის მფლობელს, ნორვეგიელ მაგნუს კარლსენს.

გაიმართა მე-12 ტური, რომლის შემდეგაც, ტურნირს ორი ლიდერი ჰყავს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსმა სერგეი კარიაკინმა ამერიკელი ფაბიანო კარუანა დაამარცხა. ახლა მოჭადარაკეები პირველი ადგილისთვის იბრძვიან.

მე-12 ტურის პარტიები ასე დასრულდა:

სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – ფაბიანო კარუანა (აშშ) – 1:0
ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) – ლევონ არონიანი (სომხეთი) – 0,5:0,5
შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – დინ ლიჟენი (ჩინეთი) – 0:1
ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) – უესლი სო (აშშ) – 0,5:0,5
მდგომარეობა 12 ტურის შემდეგ:
1-2. კარუანა, კარიაკინი – 7 ქულა;
3-5. დინ ლიჟენი, გრიშჩუკი, მამედიაროვი – 6.5 ქულა;
6. კრამნიკი – 5.5 ქულა;
7. სო – 5 ქულა;
8. არონიანი – 4 ქულა.

კვირას, ტურნირზე დასვენების დღეა. ბოლო ორი ტურის პარტიები 26 და 27 მარტს გაიმართება.