„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება – შსს-მ სასწრაფოდ უნდა მოახდინოს აღნიშნული პირების იდენტიფიცირება და დაკავება
„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც ორგანიზაციის „ტვიტერის“ გვერდზეა აღნიშნული, „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ შეშფოთებას გამოთქვამს მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმის გამო.
„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, ულტრამემარჯვენე დემონსტრანტების მიერ, 20-ზე მეტ ჟურნალისტზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის გამო, როდესაც ისინი თბილისში მიმდინარე „პრაიდის“ მოვლენებს აშუქებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა მოახდინოს აღნიშნული პირების იდენტიფიცირება და დაკავება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები აქციას დილიდან მართავენ.
აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი დაშავდა. ასევე დაშავდნენ სხვა მედიის წარმომადგენლები.
ამასთან, მოგვიანებით „თბილისი პრაიდმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ღირსების მარში დღეს აღარ ჩატარდება.
#Georgia: IPI is deeply concerned by reports that over 20 journalists were physically attacked by far-right protesters this morning as they reported on Pride events in #Tbilisi. Interior Ministry investigation must ensure those responsible are quickly identified & prosecuted pic.twitter.com/cYPAB5INXC
— IPI – The Global Network for Press Freedom (@globalfreemedia) July 5, 2021