პრესა - მბაპემ „რეალში“ თამაშის სურვილი გამოთქვა
პრესა - მბაპემ „რეალში“ თამაშის სურვილი გამოთქვა

ცნობილი ხდება, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ უკვე მიიღო თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ინტერნეტ-ტელევიზია El Chiringuito TV-ის ინფორმაციით, მბაპემ მადრიდის „რეალში“ თამაშის სურვილი გამოთქვა.

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ 21 წლის მბაპე მიმდინარე სეზონის ბოლოს აპირებს პარიზული კლუბის დატოვებას და ამის შესახებ უკვე აცნობა „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობას. აღნიშნავდნენ, რომ ფრანგი ფეხბურთელი ინგლისის პრემიერლიგასა და ესპანეთის ლა ლიგას შორის აპირებდა არჩევანის გაკეთებას.

გასულ სეზონში მბაპემ 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 30 გოლი გაიტანა და ამას 19 შედეგიანი გადაცემა დაუმატა.