პრემიერმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შესარჩევი კომისია დაამტკიცა
პრემიერმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შესარჩევი კომისია დაამტკიცა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შესარჩევი კომისია დაამტკიცა. მამუკა ბახტაძის ბრძანებით, საკონკურსო კომისიაში შედიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ვასილ როინიშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანს უფლებამოსილების ვადა პირველ ივლისს ეწურება.