პრემიერლიგის სეზონის დასრულებას 56 დღე დასჭირდება
პრემიერლიგის სეზონის დასრულებას 56 დღე დასჭირდება

პრემიერლიგის კლუბებმა ინგლისის ფეხბურთის ლიგის თავმჯდომარისგან წერილი მიიღეს, რომელშიც ჩემპიონატის სეზონის დასრულების ახალ პერსპექტივაზეა საუბარი,  – იუწყება Sky Sports.

გამოცემის ინფორმაციით, წერილში კლუბებს აცნობეს, რომ ინგლისის ჩემპიონატის დასრულება ზაფხულში იგეგმება, თუ სიტუაცია ქვეყანაში უსაფრთხო გახდება. მატჩები მაყურებლის გარეშე, ცარიელ ტრიბუნებთან გაიმართება.

პრემიერლიგის სეზონის ბოლომდე მიყვანას 56 დღე დასჭირდება, მატჩები კი 16 ივნისამდე ვერ განახლდება.

შეგახსენებთ, რომ აქტიურად განიხილებოდა პრემიერლიგის ვადაზე ადრე დასრულება, სატურნირო ცხრილის ახლანდელი მომაცემების გათვალისწინებით.