პრემიერლიგის მომდევნო სეზონმა, შესაძლოა, უმაყურებლოდ ჩაიაროს
პრემიერლიგის მომდევნო სეზონმა, შესაძლოა, უმაყურებლოდ ჩაიაროს

2020-21 წლების სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში ყველა მატჩი, შესაძლოა, მაყურებლების გარეშე ჩატარდეს, – დაწერა „სქაი სპორტსმა“.

ჩემპიონატის გუნდები ასეთი ვარიანტისთვის ემზადებიან და ამგვარი გადაწყვეტილების სავარაუდო შედეგებს სწავლობენ.

პრემიერლიგაში ელოდებიან, რომ ფეხბურთი თავის ჩვეულ მდგომარეობაში კორონავირუსის ვაქცინის გამოჩენის შემდეგ დაბრუნდება. „სქაი სპორტსი“ ეყრდნობა ექსპერტებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ის ხელმისაწვდომი 2021 წლის შუაში იქნება.