„ლივერპულის“ განაპირა მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
21 წლის ინგლისელმა მიიღო პრიზი, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა ინგლისის ჩემპიონატის 23 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს. გამოკითხვაში მონაწილეობენ საფეხბურთო ექსპერტები და გულშემატკივრები.
ალექსანდერ-არნოლდის გარდა, ნომინაციაში გამარჯვებაზე პრეტენზიას აცხადებდნენ ჯეკ გრილიში (ასტონ ვილა), მეისონ გრინვუდი, მარკუს რეშფორდი, ანტონი მარსიალი (ყველა – მანჩესტერ იუნაიტედი), დინ ჰენდერსონი (შეფილდი), მეისონ მაუნტი, კრისტიან პულიშიჩი (ორივე – ჩელსი).
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა პრემიერლიგაში 35 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
„ლივერპული“ პირველად ბოლო 30 წელიწადში ინგლისის ჩემპიონი გახდა.