პრემიერლიგაში პირველმა კუბელმა ფეხბურთელმა ითამაშა
პრემიერლიგაში პირველმა კუბელმა ფეხბურთელმა ითამაშა

პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩში ისტორიული მომენტი დაფიქსირდა – „ლივერპულისა“ და „ნორვიჩის“ შეხვედრაში (4:1) კუბელმა ფეხბურთელმა ითამაშა.

„ნორვიჩის“ შემადგენლობაში გამოჩნდა 26 წლის ფორვარდი ონელ ერნანდესი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ინგლისის მთავარ ლიგაში კუბელმა ფეხბურთელმა ითამაშა. ონელს გერმანიის მოქალაქეობა აქვს, მაგრამ კუბაზეა დაბადებული.

დავამატებთ, რომ კუბა გახდა 114-ე ქვეყანა პრემიერლიგის ისტორიაში, რომლის წარმომადგენელსაც ინგლისის ჩემპიონატში უთამაშია.

შარშან, ერნანდესმა 40 მატჩი ჩაატარა „ნორვიჩის“ რიგებში ჩემპიონშიფში, რვა გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი შეასრულა.