სალაჰის გოლითა და ორი საგოლე პასით „ლივერპულმა“ „ნორვიჩი“ გაანადგურა [ვიდეო] #1TVSPORT
სალაჰის გოლითა და ორი საგოლე პასით „ლივერპულმა“ „ნორვიჩი“ გაანადგურა [ვიდეო] #1TVSPORT

„ლივერპულმა“ “მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ჩელსის“ მიბაძა და პრემიერლიგის პირველი ტური დიდი ანგარიშით მოიგო.

„ნორვიჩთან“ გასვლითი მატჩის მთავარი მომენტი იყო 10-თვიანი პაუზის შემდეგ ვირჯილ ვან დეიკის მოედანზე დაბრუნება. შეხვედრის მთავარი გმირი კი მოჰამედ სალაჰი აღმოჩნდა. პირველი ორი გოლი დიოგო ჟოტამ და რობერტო ფირმინომ ეგვიპტელის პასებით გაიტანეს. სხვათა შორის, ფირმინოს გოლი მე-8000 იყო „ლივერპულისთვის“ ინგლისის ჩემპიონატში. მერსისაიდელები მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედს“ (8089) ჩამორჩებიან.

ბოლოს სალაჰმა თავადაც გაიტანა და თავის გუნდს 3:0 მოაგებინა. მან ზედიზედ მეხუთე სეზონში შეძლო პირველ ტურში თავის გამოჩენა.

შარშანდელი სეზონის ჩათვლით, „ნორვიჩს“ პრემიერლიგაში 10-მატჩიანი წაგებების სერია აქვს, „ლივერპულთან“ კი ზედიზედ 15 მატჩია არ წაუგია.